კულტურული მემკვიდრეობა სიმდიდრეა, რომელიც წინაპრებისგან გვერგო და რომლის მესაკუთრენიც ყველანი ვართ - ეს არის ფაქტი ჩვენი არსებობის, სამყაროსადმი შემოქმედებითი დამოკიდებულების, ისტორიულად ჩამოყალიბებული კულტურული გარემო, რომელიც ქვეყნის არსებობის სახეს განსაზღვრავს და თითოეულ ჩვენგანს იმ განსაკუთრებულ მუხტს სძენს, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა.კულტურული მემკვიდრეობა, უსასრულო გზაა წარსულიდან მომავლამდე, რომელიც აწმყოსთვის მყარ საყრდენს გვაძლევს. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი მათი დაცვა, აღდგენა და განახლება, მათი იერსახის შენარჩუნებით. კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, მუდმივი ბრძოლაა თითო შენობისათვის, რაც უსაზღვროდ დიდ ენერგიას და კეთილსინდისიერებას მოითხოვს. ერთია მათი განადგურების ხარჯზე ახალი კომპლექსის აშენება, თუმცა ქალაქებისათვის მასზე ბევრად შთამბეჭდავია შენარჩუნებული იერსახის, რეაბილიტირებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, რისიც არაერთი მაგალითი არსებობს.